ქუთაისის ”ტორპედომ” უმაღლეს ლიგაში ბოლო სამი სეზონი ვერ ითამაშა და ალბათ მანამ ვერ ითამაშებს, სანამ ქართული ფეხბურთისა და პოლიტიკის მამათა შორის დღევანდელი განწყობა იქნება. სამაგიეროდ, ჰორიზონტზე გამოჩნდა ”ტორპედო-2008”, რომელიც ამ ეტაპზე სრულად საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსდება.
1946 წელს ქუთაისის ავტოქარხნის ბაზაზე ჩამოყალიბდა გუნდი,სახელად ქუთაისის "ტორპედო". უკვე 1949 წელს კი, ქუთაისის "ტორპედო“ საქართველოს იმჟამინდელი ჩემპიონატის გამარჯვებული ხდება.
1957 წელს ქუთაისში ჩამოყალიბდა საფეხბურთო გუნდი "ლოკომოტივი", რომლის მწვრთნელადაც დაინიშნა ცნობილი სპეციალისტი ანდრო ჟორდანია. იმის გამო რომ "ლოკომოტივის" რესპუბლიკურმა საბჭომ თბილისიდან ვერ შეძლო გუნდის პატრონობა, ქუთაისის ხელმძღვანელობამ 1959 წლის 3 მაისს ქალაქის სპორტკომიტეტის დადგენილებით გუნდი გადასცა საავტომობილო ქარხანას და "ლოკომოტივის" ნაცვლად მას "ტორპედო" ეწოდა. მთავარ მწვრთნელად დაინიშნა გ.ანთაძე. 1959 წლის 23 აპრილს ტორპედოელებმა ქუთაისში პირველი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გამართეს შვედეთის, ქალაქ სუნდსვალის გუნდთან. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
1959 წლის 5 ივლისს ქუთაისს მეორე უცხოური გუნდი დანიის "ალიანსენი" ეწვია. ტორპედოელებმა დიდი უპირატესობის მიუხედავად მეტოქის დამარცხება ვერ შეძლეს -3:3.